გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: მაია ზაალიშვილი, 12001006204
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: I
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა: რიცხვის მიმატება 10-ის გავლით
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე შეძლებს ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრების მოქმედებები.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)

1

აქტივობა N1 გამოწვევა
 წრეზე დავყენებს მოსწავლეებს და ვთავაზობ მაგალითებს შეკრებაზე, რომლის პასუხიც არის ათი და მაგალითებს რომელთაგან ერთი შესაკრებია ათი.ბურთს ის  მოსწავლე მიიღებს ,ვინც პირველი უპასუხებს სწორად,ამასთან  ზოგ შემთხვევაში ვასახელებ მოსწავლის სახელს და ბავშვები ელოდებიან სანამ შედარებით სუსტი მოსწავლეც არ მიიღებს მონაწილეობას

შედეგი; ვამზადებ ნიადაგს ახალი მასალის ასახსნელად. მოსწავლეებს უაქტიურდებათ არსებული წინარე ცოდნა;  კიდევ ერთხელ გაიხსენებენ განვლილ მასალას, რათა შეძლონ  შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.  



დიდაქტიკური თამაში
მთელი კლასი
ბურთი
5 წთ.

2

აქტივობა N2.    წინარე ცოდნის გააქტიურება:  
მოსწავლეები რიცხვით კიბეზე ითვლიან წინ და უკაკნ გარკვეული რაოდენობიდან ათის გავლით.ვთხოვ დაითვალონ 7-დან 13-მდე,8-დან 11-მდე. ასევე ვთხოვ მაგნიტურ დაფაზე დახაზულ რიცხვით კიბეზე მაგნიტები მოათავსონ საწყის და გადათვლის შედეგად მიღებულ რიცხვზე,რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს გადათვლის შედეგი

ერთის ბიჯით თვლა
მთელი კლასი
რიცხვითი კიბე.დაფა,ცარცი,მაგნიტები
3წთ
3

აქტივობა N3მოსწავლეები ზეპირად ან შემადგენლობის ცხრილის დახმარებით იხსენებენ ათამდე რიცხვების შემადგენლობას
რიცხვების შემადგენლობის განსაზღვრა
მთელი კლასი
რიცხვთა შემადგენლობის ცხრილი.ჩხირები, კუბიკები
3წთ
4
აქტივობა N 4 მოსწავლეებს თვლის თანხლებით შევასრულებინებ ფიზიკურ ვარჯიშებს
წუთშესვენება
მთელი კლასი
მუსიკა
1 წთ
5

აქტივობა N5. ჯგუფური მუშაობა. ახალი მასალის განმტკიცებას ვახდენ პრაქტიკულად.
მოსწავლეები დაჯგუფდებიან სამ თვლაში და  თითოეულ ჯგუფს  (სულ 5 ჯგუფი, თითოეულში 5 -6 მოსწავლე)  ვაძლევ განსხვავებული სირთულის დავალებებს. მოსწავლეები დახმარების საჭიროების და დავალების დასრულების შემთხვევაში მანიშნებენ ხელის აწევით. მოსწავლეებს სამუშაოს დაწყებამდე ვაძლევ ინსტრუქციას და ვახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს.

I -ჯგუფი.  შეავსეთ მოცემული რიცხვები 10-მდე
გამოიყენეთ ჩხირები

    II -  ჯგუფი.                                                                                                 
 ამოხსენით მაგალითები რომელშიც ერთი შესაკრებია 10
შეგიძლიათ გამოიყენოთ კუბიკები.


III -ჯგუფი.   

ამოხსენით მაგალითები გადათვლით .გამოიყენეთ რიცხვითი კიბე და ერთის ბიჯით მიათვალეთ მეორე შესაკრებში მოცემული რიცხვის სესაბამისი რაოდენობა.

I V .
ამოხსენით მაგალითები ათის გავლით.მეორე შესაკრები ისე დაშალეთ,რომ ჯერ შეავსოთ 10-მდე და შემდეგ მიუმატოთ დარჩენილი რაოდენობა.ამ აქტივობის შესასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფერის კუბიკები.

V - ჯგუფი.       
შეკრიბეთ ათის გავლით.ჯერ შეავსეთ ათამდე, შემდეგ მიუმატეთ დარჩენილი რაოდენობა.დავალება სეასრულეთ ნახატის დახმარებით.                                                                                       

ჯამის პოვნა
ჯგუფური



















ჩხირები.კუბიკები.რიცხვითი კიბე.კალამი. ფურცლები,ფანქრები.


















13 წთ.
6
აქტივობა N6.  პრეზენტაცია.

ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ , ჯგუფებიდან ერთი მოსწავლე, რომელსაც აირჩევს გუნდი გააკეთებს პრეზენტაციას.

 თითოეული ჯგუფის მუშაობას შვაფასებ მეც და  მოსწავლეებიც.  

 მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები შეძლებისდაგვარად განიხილავენ   თითოეულ ჯგუფის მიერ შესრულებულ დავალებებს და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.


საშინაო დავალება: სახელმძღვანელო - ავტორი:         . გოგიშვილი, . ვეფხვაძე.  გვ: 175  N1,
გვ:176N 2,3.























სახელმძღვანე ლო - ავტორი:                         . გოგიშვილი, . ვეფხვაძე


10 წთ





















2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები დაასახელებენ  გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას; ზეპირად შეასრულებენ 10-ის გავლით შეკრებას და მოახდენენ გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.
მოსწავლეები შეძლებენ 10-ის გავლით რიცხვების შეკრებას.











მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები
ცუდი
საშუალო
კარგი
ასახელებ  გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას;
ვერ ასახელებს გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო რაოდენობას
თვალსაჩინო მასალის გამოყენებით ასახელებს მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო რაოდენობას
ზეპირად ,დახმარების გარეშე ასახელებს მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას;
ასახელებენ რიცხვთა შემადგენლობას
ვერ ასახელებს რიცხვთა შემადგენლობას
ცხრილის დახმარებით ასახელებს რიცხვთა შემადგენლობას
ზეპირად ასახელებენ რიცხვთა შემადგენლობას
ზეპირად შეასრულებენ 10-ის გავლით შეკრებას და მოახდენენ გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.

ვერ ახერხებს 10-ის გავლით შეკრებას

თვალსაჩინო მასალის გამოყენებით ახდენენ 10-ის გავლით შეკრებას
ასრულებს 10-ის გავლით შეკრებას და ახდენგამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.




ხელმოწერა: მ.ზაალიშვილი




თარიღი: 18 აპრილი, 2018 წ.

No comments:

Post a Comment